ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

სირიაში ომი ნამდვილად დამთავრდა – ლავროვის განცხადება

ახლა წინა პლანზე გამოდის სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ამოცანა და აგრეთვე კრიზისის დარეგულირებისთვის საჭირო პოლიტიკური პროცესისთვის ხელშეწყობა, თქვა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სირიაში ომი ნამდვილად დამთავრდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ Труд-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ქვეყანა თანდათან უბრუნდება ნორმალურ, მშვიდობიან ცხოვრებას. დაძაბულობის ცალკეული კერები შენარჩუნებულია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სირიის მთავრობის მიერ არ კონტროლდება, მაგალითად, იდლიბსა და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე“,  — განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში წინა პლანზე გამოდის სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ამოცანა და აგრეთვე კრიზისის დარეგულირებისთვის საჭირო პოლიტიკური პროცესისთვის ხელშეწყობა. 

არმია მზადყოფნაშია: სირია ისრაელის საპასუხო შეტევას ელოდება

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი სირიის აღდგენას, ლტოლვილი მოსახლეობის ქვეყანაში დაბრუნებასა და ტერორიზმის შედეგების დაძლევას.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. კონფლიქტის მონაწილე მხარეები იყვნენ სირიის სამთავრობო ძალები, ზომიერი ოპოზიცია და ისლამისტური დაჯგუფებები. აღსანიშნავია, რომ სირიის ოპოზიციას მხარს უჭერენ აშშ და ევროპის ქვეყნები, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადს – რუსეთი.