ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ცნობილ ფეხბურთელს 24 მლნ რუბლად ღირებული საათები დაუბრუნეს

ფეხბურთელის სახლში დამნაშავე ფანჯრიდან გადავიდა და 12 ცალი მაჯის საათი მოიპარა, რომელთაგან რამდენიმე გაყიდა, რამდენიმე კი საკუთარი საცხოვრებლის ახლოს მდებარე მიტოვებულ სარდაფში ჰქონდა დამალული
Sputnik

წარმოშობით ბრაზილიელ ფეხბურთელ არის, რომელიც კრასნოდარის საფეხბურთო კლუბში თამაშობს, პოლიციამ 24 მლნ რუბლად (დაახლოებით 353 ათასი აშშ დოლარი) ღირებული დაკარგული საათები დაუბრუნა. შესაბამის კადრებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე, რომელიც უკვე დაკავებულია, ფეხბურთელის სახლში ფანჯრიდან გადავიდა და 12 ცალი მაჯის საათი მოიპარა, რომელთაგან რამდენიმეს გაყიდვა მოასწრო, რამდენიმე კი საკუთარი საცხოვრებლის ახლოს მდებარე მიტოვებულ სარდაფში ჰქონდა დამალული.

ბრაზილიელი თავდამსხმელი მანამდე მოსკოვის „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივში“ თამაშობდა.