„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ რობინ შარმას მოსაზრებებს.
რობინ შარმა (Robin Sharma, 1964) – ინდური წარმომავლობის კანადელი მწერალი, ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი მოტივაციის ლიდერობისა და პიროვნული ზრდის საკითხებში.
რობინ შარმამ გააერთიანა წარმატების მიღწევის დასავლური ტექნოლოგიები გონების, სულისა და სხეულის სრულყოფის აღმოსავლურ სიბრძნესთან. ის ადამიანებს ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.
შარმას დაფუძნებული აქვს საკუთარი კომპანია „რობინ შარმას სახელობის ლიდერობის საერთაშორისო კორპორაცია", რომლის სლოგანია „დავეხმაროთ ადამიანებს მთელ მსოფლიოში – იყვნენ ლიდერები ტიტულისა და წოდების გარეშე".
შარმას კომპანია მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს. ის ეხმარება ადამიანებს, იპოვონ საკუთარი ცხოვრების გზა და გახდნენ ბედნიერი.
მისი ცნობილი ნაწარმოებებია „ბერი, რომელმაც თავისი ფერარი გაყიდა", „ვინ იტირებს, როცა მოკვდები?", „წმინდანი, სერფერი და დირექტორი", „ცხოვრების 200 გაკვეთილი", „ლიდერი ტიტულის გარეშე" და სხვ.