„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფს, სამშენებლო კომპანია m2-ს, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ერთობლივად პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებდა 2500-მდე ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტთან“ დაკავშირებული დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს.