რა თანამდებობაზე მოიაზრებენ დავით ნარმანიას

დედაქალაქის ყოფილი მერი შესაძლოა სემეკის თავმჯდომარე გახდეს
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე შესაძლოა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დავით ნარმანია პარლამენტმა ახალ სამსახურში „მიიღო“

ის ამჟამად სემეკის წევრია. ნარმანიამ დღეს დაადასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ნარმანიას განცხადებით, მთავრობისა და პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, ის ამ თანამდებობას სიამოვნებით დაიკავებს.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. მანამდე ის, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე თბილისის მერი იყო.

დავით ნარმანია სემეკის წევრად საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში აირჩია.