თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის წამებისთვის და მასზე ძალადობისთვის დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს მამაკაცმა შვილი ჯოხით სცემა, მეორე დღეს კი, მიუხედავად შვილის წინააღმდეგობისა და თხოვნისა, ვაზის ტალავერის ქვეშ დადგმულ ხარაჩოზე აიყვანა და რკინის ჯაჭვით ფეხებით ტალავერზე მიაბა.
ამასთან, დადგინდა, რომ მამაკაცი შვილზე რეგულარულად ძალადობდა, სანამ 12 მაისს შემთხვევით სოციალური სამსახურის თანამშრომლები არ მივიდნენ ადგილზე.
პოლიციამ მამაკაცი 13 მაისს დააკავა და ბრალი წარუდგინა მუხლებით „წამება" და „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ".