მოსამართლეების სია უკვე პარლამენტშია – ამოიწურა თუ არა სასამართლო სკანდალი?

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მოსამართლეობის ოცი კანდიდატის სია დაარეგისტრირა, რომლებმაც ქვეყნის უზენაეს სასამართლოში კადრების დეფიციტის პრობლემა უნდა გადაწყვიტონ.

როდის დააკომპლექტებს პარლამენტი უზენაეს სასამართლოს?>>

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა სიას თან ერთვის კანდიდატების განაცხადები, ინფორმაცია მათ შესახებ და მათი შერჩევის შესახებ, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

თითოეულ კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცალკე განიხილავს.

არჩევნები ახალი სისტემით – საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებებს ქვეყნის 11 ქალაქში განიხილავენ

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა. ამჟამად იქ 11 მოსამართლე მუშაობს მაშინ, როცა მათი რაოდენობა სულ ცოტა 28 უნდა იყოს.

მოსამართლეების შერჩევის პროცესი გაჭიანურდა იმ სკანდალის გამო, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს აგორდა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა სია, რომელშიც აღმოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკანდალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე მათ უკვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს სასამართლოს „კლანურ მმართველობაში" ადანაშაულებდნენ.

შედეგად გადაწყდა, რომ გაეწვიათ სია და შეემუშავებინათ მკაფიო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევისთვის, რათა არავის გასჩენოდა ეჭვი სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობაში. ახალი კრიტერიუმებით, შერჩევა რამდენიმე ეტაპად 11-31 მაისის პერიოდში ჩატარდა. განაცხადი 144-მა კანდიდატმა შეიტანა.

საბოლოო სიაში აღმოჩნდნენ:

თამარ ალანიათბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილითბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
შოთა გეწაძეთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე
მირანდა ერემაძეთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე
მამუკა ვასაძესაქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე
მაია ვაჩაძეუზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
თამარ ზამბახიძეთბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
შალვა თადუმაძესაქართველოს მთავარი პროკურორი
ზაზა თავაძესაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
ვლადიმერ კაკაბაძეთბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ლევან მიქაბერიძეთბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი მიქაუტაძეიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
პაატა სილაგაძეუზენაესი სასამართლოს დისციპლინარული პალატის თავმჯდომარე
ნუგზარ სხირტლაძეუზენაესი სასამართლოს მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილისაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
ნინო ქადაგიძეთბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ლაშა ქოჩიაშვილითბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
ქეთევან ცინცაძეიუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტი
ალექსანდრე წულაძეიურიდიული ფირმის CLL Law Firm პარტნიორი
გოჩა ჯეირანაშვილითბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე