რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას შვილი, მოცეკვავე თინათინ წულაძე დაოჯახდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Red Bull-ის სპორტული მენეჯერის პოზიციას იკავებს.
თინათინ წულაძე განსაკუთრებული ღიმილით და მოხდენილი მოძრაობებით გამოირჩევა. ქართული ნაციონალური ბალეტის მოცეკვავემ ჯვარი ივნისში დაიწერა. წყვილმა ქორწილი 7 სექტემბერს კვარიათში გადაიხადა. ლევან წულაძის ქალიშვილმა ქორწილში ბულვარის ყველა დამსვენებლის ყურადღება მიიქცია.
მოცეკვავემ და მისმა მეგობრებმა შეუდარებელი ცეკვა შეასრულეს და საკუთარი ბედნიერება სხვებსაც გაუზიარეს. თინათინის და გიორგის თბილ ვიდეოებს სოციალურ ქსელში მათი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები აქვეყნებენ. მხიარულმა თინათინმა ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო. მომხიბლავი თინათინი და მისი რჩეული თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ.
გამოჩენილი რეჟისორის ლევან წულაძის შეუდარებელი ოჯახი სახალისო ისტორიებით გამოირჩევა. მარინა და ჭოლა ყველა გასართობი გადაცემის საყვარელი სტუმრები არიან. მათ ქალიშვილს მშობლების პოზიტიური ხასიათი გამოჰყვა და, ალბათ, ხასიათის ეს თვისება შეუყვარდა ჭოლას სიძეს მის ქალიშვილში.