საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცებულია

გიორგი გახარიას მთავრობას 150 დეპუტატიდან მხარი 98−მა დაუჭირა მაშინ, როდესაც 76 ხმა იყო საკმარისი.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალ მთავრობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.

გიორგი გახარიას მთავრობას 150 დეპუტატიდან მხარი 98−მა დაუჭირა მაშინ, როდესაც 76 ხმა იყო საკმარისი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.