კაცი ცეცხლმოკიდებული მიკროავტობუსიდან გადაძვრა – ვიდეო

ავტოგასამართ სადგურზე მდგომ მიკროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. თავის გადასარჩენად მძღოლი მირკოავტობუსის ფანჯრიდან გადახტა.
Sputnik

ინციდენტი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში 20 აგვისტოს მოხდა. ინტერნეტში სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ცეცხლი ავტომობილის ქვემოდან ჩნდება და შემდეგ მთელ მიკროავტობუსში ვრცელდება. ხანძრის ჩასაქრობად ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ცეცხლმაქრები გამოიყენეს.