ყვარელში სტალინის ბიუსტს საღებავი გადაასხეს

მომხდარის ადგილზე იმყოფებოდა უცნობი ქალბატონი, რომელმაც ადგილობრივებს ბიუსტის მოსაწესრიგებლად ფული დაუტოვა
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. უცნობმა პირებმა ყვარელში სტალინის ბიუსტი წითელი საღებავით შეღებეს, განუცხადეს ყვარლის მერიაში „Sputnik-საქართველოს“.

უწყების ინფორმაციით, ბრინჯაოს ბიუსტი ყვარელში ვაშა-ფშაველას ქუჩაზე მდებარეობს. დაახლოებით ცხრა წლის წინ ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დადგეს.

სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა საკუთარ სახლში იოსებ სტალინის მუზეუმი მოაწყო

„ბიუსტს გადაასხეს საღებავი, მკერდზე გაუკეთეს ჯვარი და ერთი თვალი შეუღებეს - ეს თბილისში მომიტინგეთა პროტესტის სიმბოლოა. ბიუსტი დაახლოებით ადამიანის სიმაღლისაა. ვფიქრობ, ის იქ დიდი ხანია დგას, რვა-ცხრა წელი მაინც“, - უამბო სააგენტოს მერიის თანამშრომელმა.

წითელი სახვევი გახდა სიმბოლო 20 ივნისის მოვლენების შემდეგი პროტესტის, მიტინგის იმ ორი მონაწილის სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც პირველი აქციის დაშლისას რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგეს.

სტალინის ძეგლი სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენს, ამიტომ გამოძიების დასაწყებად საჭიროა, რომ რომელიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხდოს.

„არის ვარაუდები იმის შესახებ, ვის შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ეჭვის დონეზე ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია“, - განაცხადეს მერიის პრეს-ცენტრში.

როგორც მერიის თანამშრომელმა განაცხადა, მომხდარის ადგილზე იმყოფებოდა უცნობი ქალბატონი, რომელმაც ადგილობრივებს ბიუსტის მოსაწესრიგებლად ფული დაუტოვა.