ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„ვუთხარი, მოგყიდით-მეთქი“ – პუტინი ტრამპს ჰიპერბგერითი იარაღის ყიდვას სთავაზობს

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ოფიციალურად აღიარა, რომ ფლობს ჰიპერბგერით იარაღს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს რუსული ჰიპერბგერითი იარაღის შეძენა შესთავაზა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

„ჩინეთი უფროსი ძმა არ არის“ – სერგეი ლავროვი განმარტავს

პუტინის თქმით, ოსაკაში შეხვედრაზე საერთო შეთანხმებებში რუსული იარაღის გათვალისწინების საკითხი დაისვა, მათ შორის, ჰიპერბგერითი მოიერიშე სარაკეტო კომპლექსებისა, რომლებიც ჯერჯერობით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

„[დონალდ ტრამპს] ვუთხარი, გინდა, მოგყიდით და ამით ყველაფერს გავაწონასწორებთ-მეთქი. მათ თქვეს, რომ მალე თვითონაც დაამზადებენ... მაგრამ რატომ უნდა დახარჯონ ფული, როცა ჩვენ უკვე დავხარჯეთ. ეს ჩვენს უსაფრთხოებას ზიანს არ მიაყენებს, ვითარებას კი გააწონასწორებს“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის სესიაზე.

რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთი მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ ვაშინგტონისგან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ოფიციალურად აღიარა, რომ ფლობს ჰიპერბგერით იარაღს.