ყვითელი ამბები

„ყბაში იმპლანტი აქვს ჩასმული?!“ – ალა პუგაჩოვას სახის განხილვა სოციალურ ქსელში არ წყდება

ლეგენდარულ შემსრულებელს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მისმა უახლესმა ფოტოებმა დიდი აურზაური გამოიწვია. რატომ გააკრიტიკეს პოპულარული შემსრულებელი...
Sputnik

70 წლის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი მისი თაობის ქალბატონებს შორის ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურება. მომღერალი ტელეეკრანებსა და სცენაზე არც ისე ხშირად ჩნდება, მაგრამ სოციალურ ქსელში 2 მილიონზე მეტი ხელმომწერი მისი გვერდის გარშემო გააერთიანა.

ალას შვილები, შვილიშვილები, ცნობილი იუმორისტი მეუღლე, თუნდაც ყოფილი პარტნიორები მისი წყალობით უფრო მეტად პოპულარულები გახდნენ. ალა, თავის მხრის, სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობებს, შვილების წარმატებას და მხიარულ ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ალა პუგაჩოვა 70 წლისაა, აქტუალობას არ კარგავს. ამჯერად თაყვანისმცემლებისა და ხელმომომწერების ყურადღება მისმა ვიზუალმა და არა პირადმა ცხოვრებამ მიიქცია. უახლეს ფოტოზე არტისტი მაკიაჟისა და ფილტრების გარეშე გამოჩნდა. ბუნებრივმა ფოტომ უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია.

აშკარაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული მომღერალი არ ერიდება და გულახდილად აზიარებს ერთ უწყინარ დილას გადაღებულ ფოტოს. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპების დედამ თაყვანისმცემლები წინ წამოწეული ქვედა ყბით შეაშინა, თამამი ფოტოების გადაღებას არ უშინდება.

შეგახსენებთ, 15 აპრილს მომღერალს 70 წელი შეუსრულდა. მან სასცენო კარიერა რამდენიმე წლის წინ გრანდიოზული კონცერტით მიატოვა. მომღერალს უამრავი პოპულარული სიმღერა აქვს, მათ შორის – „მილიონი ვარდი“, „არლეკინო“, „მადამ ბროშკინა“ და სხვ. ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება, განსაკუთრებით, 42 წლის მეუღლესთან მაქსიმ გალკინთან და ორ ტყუპ შვილთან ერთად, რომელიც წყვილს სუროგატმა დედამ 2013 წელს გაუჩინა.