მსოფლიო დღეს

„ჩინეთი უფროსი ძმა არ არის“ – სერგეი ლავროვი განმარტავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი სხვა სახელმწიფოებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების მომხრეა, ყოველგვარი დიქტატის გარეშე.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის „უფროს ძმად“ მოხსენიება მართებული არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

აშშ ჩინეთისგან იმპერატორის დროინდელი ვალების გადახდას მოითხოვს

მისი თქმით, მოსკოვი სხვა სახელმწიფოებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების მომხრეა, ყოველგვარი დიქტატის გარეშე. სწორედ ასეთ კონტექსტში იგება ურთიერთობები პეკინთან, რამაც, ლავროვის განმარტებით, „უპრეცედენტოდ სტრატეგიული სახე“ მიიღო.

„ეს მრავალმხრივ პარტნიორობასა და სტრატეგიულ ურთიერთქმედებაზე დაფუძნებული ურთიერთობებია. მათი ორმხრივად სარგებლიანობა არა მარტო უამრავი შეთანხმებითა თუ სხვა დოკუმენტებითაა გამყარებული, არამედ თანმიმდევრულად რეალიზდება პრაქტიკაშიც“, — ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის თქმით, სწორედ ასეთ პრინციპებს ეფუძნება პეკინის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიაც.

სააგენტო განმარტავს, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მხარეების მიერ ოფიციალურად განისაზღვრება როგორც ყოვლისმომცველი, თანასწორუფლებიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთქმედება, და ორ ქვეყანას შორის ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დიალოგი.