ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიურ პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობაში დაეხმარება

ვიდრე საქართველოში არ არის დანერგილი ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომები, ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ შეღავათიან ფასად მკურნალობაში დაეხმარებიან
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, მიაღწიოს შეთანხმებას იმ სახელმწიფოებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის. ამის შესახებ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტრო С ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს >>

„ვინაიდან ძალიან დიდია მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის მიზნით, უწყება შეეცდება, ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რომელი სოფლების მოსახლეობა მიიღებს წამლებს ერთ ლარად

მისი თქმით, სამინისტრო გეგმავს ონკოდაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას.

საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მკურნალობაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. თანხის დიდი ნაწილი ონკოლოგიის სამკურნალოდაა გადახდილი. შემდეგ მოდის ონკოჰემატოლოგია, ნევროლოგია, ქირურგია, რეაბილიტაცია, თირკმლისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

საქართველოში წითელა ბრუნდება? ბავშვები შეიძლება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აცრან >>

ქართველი პაციენტები სამკურნალოდ, ძირითადად, თურქეთში მიემგზავრებიან, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ საქართველოში პირველი სამედიცინო ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა პაატა რატიანმა.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ევროპული კლინიკები უახლოეს მომავალში თურქეთს მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევენ ამ მიმართულებით, ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით.