ყვითელი ამბები

„ფორსაჟის“ მსახიობი საშინელ ავარიაში მოხვდა – ფოტოები

ავარიისას ავტომანქანაში სულ სამნი ისხდნენ – მსახიობი, მისი მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ფილმის „ფორსაჟის“ მსახიობი კევინ ჰარტი საშინელ ავარიაში მოხვდა, ინფორმაციას გამოცემა 6abc ავრცელებს.

შემთხვევა ამერიკაში, კალაბასის სამხრეთით, ლოს-ანჯელესის ოლქში მოხდა. ავტომანქანა ხის ღობეს შეეჯახა და ძლიერ დაზიანდა.

გამოცემა წერს, რომ მსახიობმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ავარიისას ავტომანქანაში სულ სამნი ისხდნენ – მსახიობი, მისი მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი. მძღოლი და კევინი კლინიკაში მოათავსეს, მსახიობს ზურგი აქვს დაზიანებული.

პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის მომენტში კევინის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.