მსოფლიო დღეს

სროლა ტეხასის ოდესასთან: დაიღუპა ხუთი ადამიანი

მსროლელმა ცეცხლი მიდლენდისა და ოდესის დამაკავშირებელ ტრასაზე გახსნა
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაიჭრა სროლის შედეგად ტეხასში, იუწყება ტელეარხი Fox 4 პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

შაბათს უცნობმა პირება ტეხასის შტატში სროლა ატეხეს. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მიდლენდისა და ოდესის დამაკავშირებელ ტრასაზე მოხდა.

აშშ-ში სროლა გრძელდება: ოჰაიოს შტატში ცხრა ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ოდესის პოლიცია იუწყება, რომ მსროლელი ლიკვიდირებულია, ამჟამად სროლა შეწყვეტილია. სამართალდამცავები გამოძიებას ატარებენ.

აღნიშნულია, რომ თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ორი ადამიანი ისროდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ბოროტმოქმედი მარტო მოქმედებდა.

აშშ-ში აგვისტოს დასაწყისში ერთ დღე-ღამეში მასობრივი სროლის ერთბაშად სამი შემთხვევა მოხდა. თავდაპირველად ელ-პასოში (ტეხასის შტატი) სავაჭრო ცენტრ „ვალმარტზე“ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 დაიჭრა. შემდეგ იყო სროლა დეიტონში (ოჰაიოს შტატი), მსროლელის ჩათვლით დაიღუპა 9 ადამიანი, კიდევ 26 დაშავდა. მესამე შემთხვევა მოხდა ჩიკაგოში საბავშვო მოედანზე, სადაც 7 ადამიანი დაიჭრა.