თელეთთან ავარიის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე რეანიმაციაში რჩებიან

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სომხეთის ორი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია თელეთთან: ორი დაღუპული და 15 დაშავებული

არსებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი ერევანში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან 31 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 20 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი – აზერბაიჯანის. ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.