თბილისში ქვევრის ღვინის ფესტივალი Travel in Georgia with Wine მიმდინარეობს

ფესტივალში 50 საოჯახო მარანი მონაწილეობს
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე ქვევრის ღვინის ფესტივალი – Travel in Georgia with Wine იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის მიზანია, ტურიზმის მხარდაჭერა, ღვინის პოპულარიზაცია,  ქვევრის ღვინის მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის ზრდა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.

ფესტივალში 50 საოჯახო მარანი მონაწილეობს. ფესტივალი ტარდება მცირე საოჯახო მარნების ინიციატივითა და თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით. ფესტივალს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლების, ფოლკლორული გუნდებისა და ეთნო ჯაზ-ბენდის მიერ შესრულებული სიმღერები აფორმებს.

ფესტივალზე უნიკალური ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაა შესაძლებელი, ასევე თითოეული მარანი ფესტივალზე წარმოადგენს მინიმუმ 30 ბოთლ სარეალიზაციო ღვინოს, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე სიმბოლურ ფასად გაიყიდება.

ფესტივალი 22:00 საათამდე გაგრძელდება.