„გადავწყვიტე, რომ ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან იმ პერიოდში სტალინმა ჰესების მშენებლობა დაიწყო. ერთი სემესტრის მერე მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო. ამის მერე გადავწყვიტე, რომ მოსკოვში კინო-სარეჟისოროზე მესწავლა. დედამ დოდო ალექსიძესთან მიმიყვანა იმ იმედით, რომ დოდო იტყოდა ამ პროფესიაში არ ივარგებსო. თუმცა მან მომისმინა, ძალიან მაქო-ნიჭიერი ბიჭია და წავიდეს მოსკოვში ჩააბაროსო“-ამბობს ელდარ შენგელაია სატელევიზიო გადაცემაში.
რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს, რომ მოსკოვში სწავლის დროს მის გვერდით მერაბ კოკოჩაშვილი ცხოვრობდა, მასთან სტუმრად კი ხშირად დადიოდნენ ოთარ იოსელიანი და ბორია ანდრონიკაშვილი.