თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი იწყება: რა ელით დაურეგისტრირებელ ბავშვებს?

ბაღებში, სადაც ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაძლოა, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი შეიცვალოს.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები მუშაობას 16 სექტემბერს განაახლებენ, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფსიქოლოგი: ბაღში მიყვანამდე გააცანით ბავშვს პედაგოგი, თავიდანვე არ დატოვოთ უცხო ადამიანთან

სააღმზრდელო წლის დაწყებამდე ათი დღით ადრე მშობლებმა საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები უნდა წარუდგინონ. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.

მშობლებს, რომლებმაც ბაღისთვის ბავშვების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, შეუძლიათ განცხადება დაწერონ სარეზერვო სიაში მოსახვედრად. თავისუფალი ადგილის გაჩენის შემთხვევაში რეგისტრაცია რეზერვის სიის მიხედვით მოხდება.

უწყების ინფორმაციით, ბაღებში, სადაც ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაძლოა, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი შეიცვალოს.