ყვითელი ამბები

„მაუწყებლობის უფლება მივიღეთ...“ – რომელ არხზე გავა ჩცდ

პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ შემოდგომიდან ეთერში ახალ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გავა, რომელმაც გუშინ მაუწყებლობის უფლება მიიღო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ავრცელებს.

დევდარიანი ამავე არხზე ახალ სერიალსაც აანონსებს. „ფორმულა კრეატივმა“ მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 13 აგვისტოს მიმართა, თუმცა შევსებულ დოკუმენტებში ხარვეზი დაუდგინდა და გამოსასწორებლად ვადა მისცეს.

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ქუჩაში სცემეს

არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

„ფორმულა კრეატივი“ ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელსაც კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტ-გამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, „კრეატივის“ გუნდს ეკუთვნის ფილმები „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „ტაქსი“, „ჭამა და სექსი“, ასევე მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.