რა ეშველება ქართულ სოფელს – საქართველოდან გასული, შრომისუნარიანი ასაკის 70% არაქალაქელია!

უკვე არაერთხელ შევეხეთ იმ თემას, რომ მასობრივი ემიგრაციის შედეგად ქართული სოფლები დაცარიელდა, რამაც სოფლის მეურნეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
Sputnik

ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აგრარულია და აქ საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ენდემური აგროტიპი. საქართველოს კლიმატური თუ ნიადაგობრივი მრავალფეროვნება იძულებულს ხდიდა ამა თუ იმ კუთხის მოსახლეს, რომ ბუნებისგან ნაკარნახევ პირობებს ოპტიმალურად მორგებოდა. ამ მხრივ ვიღებდით კიდეც შესაბამის შედეგს.

დღეს მეტად აქტუალური გახდა ამ სფეროს კრიტიკა, ოღონდ არაპროფესიონალების მხრიდან. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სფეროში შექმნილ რეალურ მიზეზებზე დარგის გამოცდილ სპეციალისტს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელს გიორგი კოზმანიშვილს გავესაუბროთ.

რა ეშველება ქართულ სოფელს – საქართველოდან გასული, შრომისუნარიანი ასაკის 70% არაქალაქელია!

- ბატონო გიორგი, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა სოფლად და აგრარულ სფეროში მხოლოდ უახლოესი პერიოდის შედეგი არ არის, აქამდე ბევრი წლის მანძილზე მოვდივართ, როგორია თქვენი მოსაზრება?

- ნება მომეცით, ცოტა შორიდან დავიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების პერიოდს დღეს ბევრი ნოსტალგიით იგონებს, მევენახეობაში, მეხილეობასა და მეცხოველეობაში შექმნილი დღევანდელი სტაგნაციის მიზეზები სწორედ მაგ პერიოდში იღებს სათავეს. რადგან მაშინ მხოლოდ იმ ჯიშებსა და სახეობებს მიეცათ უპირატესობა, რომლებიც დიდ საწარმოო მიმართულებებს დაექვემდებარნენ. მაშინ ბევრი საუკუნეებგამოვლილი ჯიში და სახეობა გადაშენების პირას მივიდა ან საერთოდ გაქრა. სავალალო იყო „შევარდნაძისეულად" წოდებული პერიოდი, სადაც ძირითადად ინერციის ხარჯზე მოსულდგმულე დარგმა მოახერხა და ცოტათი შეინარჩუნა ის, რაც მანამდე დიდი დროისა და შრომის ხარჯზე მემკვიდრეობით გადმოგვეცა.

რა ეშველება ქართულ სოფელს – საქართველოდან გასული, შრომისუნარიანი ასაკის 70% არაქალაქელია!

- როგორია უახლესი ისტორიის შედეგები?

- დღევანდელი ცუდი აგრარული გარემო ასევე დამსახურებაა იმ „ნაციონალებად“ წოდებული ანტიეროვნული ძალისაც, რომელმაც მოახერხა და ხერხემალში გადატეხა ქართველი გლეხის კრებითი სახე. დღეს კარგი მდგომარეობა არც ერთ რეგიონში არ არის. თუ გავიხსენებთ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ პერიოდს, აქ ბევრი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია: ეს იქნება ე.წ. „სიმინდის პროგრამა“, ის, რომ აგრარულ-ინტელექტუალური სივრცე მოისპო და ყველაზე მთავარი აბსურდი, რაც იმ დროს გამოცხადდა: გლეხობა, თურმე, მოსახლეობის 5%-ზე მეტი არ უნდა იყოს!.. მთავარი მაინც ის არის, რომ მაშინ სახელმწიფო დონეზე ჩაირთო პროგრამა, რომლის მიზანიც სოფლად მოღვაწე საზოგადოების განადგურება იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც, რადგან საქართველოდან გასული, შრომისუნარიანი ასაკის 70% არაქალაქელია. ეს „საქსტატის” მიერ ოფიციალურად აღიარებული ფაქტია. შემდეგი გარემოება მათ მიერ ამუშავებული საბანკო სისტემის ტერორია, რაც ამჟამადაც მოქმედებს.

უნდა იყოს თუ არა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი უფრო მაღალი, ვიდრე დღეს არის?

- დღეს სხვადასხვა სახის აგრარული პროგრამებია ამუშავებული, რამდენად შესაძლებელია მათში გლეხების ჩართვა?

- მარტივად ავხსნი: ადამიანი, რომელიც ცხოველებს მწყემსავს, ვერ მოახერხებს ბიზნეს-გეგმების შედგენას. ესე იგი, მან სპეციალისტი, ეკონომისტი უნდა დაიყენოს გვერდში. ეკონომისტი ფართო მცნებაა, აგრარული სფეროს ეკონომისტს კი სხვა ინტელექტუალური კაპიტალი სჭირდება და დღეს შესაბამისი სპეციალისტები ვერ მოიძიებიან, ხოლო ახლებს სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ. გრანტების თემად წოდებული პროგრამაც მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა და ამის შედეგიც სახეზე გვაქვს.

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო - გავყიდოთ თუ არ გავყიდოთ

- დღეს ბაზარზე ხორცის ფასი კატასტროფულად მატულობს და ის დარგი, რომელიც ტრადიციულად აცხოვრებდა ქართველს, კრიზისულ მდგომარეობაშია, ვგულისხმობ მეცხოველეობას, რა არის ამის მიზეზი?

- მეცხოველეობის მაგალითზე მოკლედ რომ განვიხილოთ შექმნილი სიტუაცია, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მეცხოველეობის თითოეული დარგი საკვებ ბაზაზეა დამოკიდებული. საკვები ბაზის ძირითადი შემადგენელი კი მარცვლოვნების გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრირებული საკვებია. ეს პროდუქტი წისქვილკომბინატებში მიიღება. ჩავარდნის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იმ პერიოდში კაჭრეთის, მარნეულის, წნორის, თბილისის პირველი, გორის და გარდაბნის წისქვილკომბინატები აზერბაიჯანელებზე გასხვისდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ასევე ვერ ხერხდება ის, რომ ხორცის ფასმა დაიწიოს.

ლორთქიფანიძე: ჩვენთან უცხოეთიდან ძირითადად აგრარულ სფეროში დასაქმების მიზნით ჩამოდიან

- დღეს აქტუალური გახდა ამ სფეროს კრიტიკა, ოღონდ არაპროფესიონალების მხრიდან...

- დიახ, მართალი ხართ, ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კრიტიკა მოდაშია. თუმცა, მოდი, რეალურ მიზეზებს გავუწიოთ ანგარიში. მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტობრივად უფლებააყრილი ყველა სტრუქტურა დღეს ჯერ კიდევ ახერხებს და ცდილობს განსხვავებული ინოვაციები მოიძიოს და გადარჩენის ახალი ძალები და საშუალებები გამონახოს. თუმცა, ეს ჯერჯერობით, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი სფერო არა ფასადურ, არამედ რადიკალურ, სიღრმისეულ ცვლილებებს მოითხოვს...