ყვითელი ამბები

სადღეგრძელოები და სიმღერები: პავლიაშვილს „ახალ ტალღაზე“ ქართული პურ-მარილი მოუწყვეს

სუფრა გავსებული იყო ქართული ტრადიციული კერძებით
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. სოსო პავლიაშვილის შემოქმედებითი საღამო ახალგაზრდა შემსრულებლების მუსიკალურ კონკურსზე „ახალი ტალღა-2019“ სოჭში ნამდვილ ქართულ ქეიფში გადაიზარდა.

სოსო პავლიაშვილი ქათამაძის შესახებ: „გთხოვთ, არ გაკიცხოთ" >>

55-ე დაბადების დღე არტისტმა ჯერ კიდევ 29 ივნისს იზეიმა, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებმა პავლიაშვილის იუბილეს ერთი საღამო მაინც მიუძღვნეს.

ფესტივალის სცენიდან მუსიკოსს დაბადების დღე მიულოცეს მისმა კოლეგებმა: ვალერი მელაძემ, გრიგორი ლეპსმა, ჯგუფმა A-Studio-მ და ქეთა თოფურიამ და სხვ.

პირდაპირ სცენაზე იდგა დიდი მაგიდა, რომელიც ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძებით იყო სავსე. მომლოცველები იუბილარის ჯანმრთელობისა და შემოქმედებითი წარმატებების სადღეგრძელოს სვამდა.

საღამოს წამყვანები იყვნენ შოუმენები გარიკ მარტიროსიანი და მიხეილ გალუსტიანი. კონცერტზე იუბილარის ცნობილი ჰიტები შესრულდა.

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში >>

ახალგაზრდა შემსრულებლების მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა-2019“ სოჭში 24 აგვისტოს გაიხსნა. კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები კუბიდან, ესპანეთიდან, მოლდოვიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ალბანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლატვიიდან. გამარჯვებულის ვინაობას 29 აგვისტოს ფინალურ გალა-კონცერტზე გამოაცხადებენ.

კონკურსი „ახალი ტალღა“ იურმალაში 2002 წელს კომპოზიტორებმა იგორ კრუტოიმ და რაიმონდ პაულსმა დააფუძნეს. 2015 წლიდან მისი გამართვა სოჭში გადაწყდა.