მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან ერთი არასრულწლოვანია და რვა – ქალი, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ანგი ხუციშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მუდმივად იყენებს და ეს პროცესი არ შეჩერებულა.

პატიმრები მარიამობაზე ახლობლებისგან ამანათებს მიიღებენ>>

„დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – განაცხადა ანგი ხუციშვილმა.