მოსკოვის ცენტრში მდებარე შობის დედათა მონასტრის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ნახეთ ხანძრისა და მისი ქრობის ამსახველი ვიდეოკადრები.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 400 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. მის ჩაქრობაში 11 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 44 მეხანძრე მონაწილეობდა. ცეცხლის ლიკვიდირება ორი საათის შემდეგ მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შობის დედათა მონასტერი ერთ-ერთი უძველესია მოსკოვში, ის 1386 წელსაა დაარსებული.