ყვითელი ამბები

„ეს უდიდესი გამოწვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა...“ – რატომ გაუჩინარდა მარი ნაკანი

მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ყოველთვის ვრცელი პოსტებით გამოირჩეოდა, ახლა კი უჩვეულოდ დუმს...
Sputnik

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი მარი ნაკანი Instagram-ის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს უხსნის, რატომ გახდა არააქტიური.

როგორც ფოტოგრაფი წერს, წიგნის დაწერა გადაწყვიტა, ამიტომ მისი ცხოვრების წესიც შეიცვალა.

„ეს უდიდესი გამოწვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესო. ყოველ დილას 6 საათზე ვდგები, ხანდახან უფრო ადრე და სულ ვფიქრობ, ვფიქრობ, ვწერ, ვკითხულობ, ვშლი, ვიხსენებ და ისევ ვწერ.
შემეცვალა არამარტო რეჟიმი და შინაგანი რითმი, არამედ ხასიათიც. თურმე როგორც ცხოვრობ ისეთი გიხდება ხასიათიც. ადრე ხშირად ვათენებდი, დავდიოდი კლუბებში და ვერთობოდი. შესაბამისად ვიყავი ხოლმე დაღლილი და აფორიაქებული.

„როცა დავშორდით, ღამით ფანჯარასთან ვარდებს მიდებდა...“ - მარი ნაკანი მეუღლეზე საუბრობს

ამ ეტაპზე უფრო განმარტოვებული ვარ, ბევრს ვკითხულობ, ვსეირნობ, ვცდილობ დროზე დავიძინო და მზესთან ერთად ავდგე, უფრო ინტენსიურად დავიწყე საინტერესო წიგნების კითხვა და ფილმების ყურება, კლასიკური მუსიკის და ფილოსოფიური ლექციების მოსმენა, შესაბამისად უფრო მშვიდი გავხდი.
ჩემს თავს ვზრდი თქვენთან შესახვედრად, იქ სადაც ჩვენ ფურცლებში შევხვდებით ერთმანეთს და დავიკარგებით“, – წერს ფოტოგრაფი.

მისი თქმით, შესაძლოა წიგნი ფართო მასებისთვის ცნობილი არც გახდეს, მაგრამ ის, რაც ახლა მის თავს ხდება, საჭირო იყო.