„ტვ იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისმა სექსუალურმა ტანმა და ცეცხლოვანმა ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა.
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. პოპულარულ ტელეწამყვანს თავის მოვლა ძალიან უყვარს.
მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი- ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. 2019 წლის ზაფხული ეკომ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნით დაიწყო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით განაგრძო.
მისი სექსუალური ტანი არავის გამოეპარა. ეკო უამრავმა კომპლიმენტმა მეტად გაათამამა და ვარსკვლავმა მრავალი ფოტოს გაზიარება გადაწყვიტა. მსახიობმა მოგზაურობა ესპანეთის დაიწყო, შემდეგ თურქეტში გადაინაცვლა და მშობლიურ სვანეთსაც ესტუმრა.
ეკო ფანგანს ვარჯიში, სწორი კვება, მოგზაურობა და ბუნებასთან სიახლოვე ხიბლავს. საზოგადოებას კი გაზიარებული მზიანი პოსტები ანებივრებს.