ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

EL Mundo: პუტინი დღეს უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ

გამოცემა წერს, რომ რუსეთის 66 წლის პრეზიდენტი კარგ ფიზიკურ ფორმას საკმარისი ძილით, სწორი კვებით, სპორტითა და ალკოჰოლზე უარით ინარჩუნებს.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ, წერს ესპანური გამოცემა El Mundo.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის 66 წლის პრეზიდენტი კარგ ფიზიკურ ფორმას საკმარისი ძილით, სწორი კვებით, სპორტითა და ალკოჰოლზე უარით ინარჩუნებს.

„[პუტინი] ყველაზე სპორტული პრეზიდენტია მათ შორის, რომელიც ოდესმე უნახავს კრემლს“, - წერს გაზეთი.

პუბლიკაციაში განმარტებულია, რომ ვლადიმირ პუტინი ეთაყვანება ჰოკეის, არის მერვე დანის მფლობელი ძიუდოში,  უყვარს ცურვა და ფეხით სეირნობა. 

EL Mundo: პუტინი დღეს უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ

გარდა ამისა, პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამოსიდან უპირატესობას Kiton-ისა და Brioni-ს კოსტიუმებს ანიჭებს.