ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია ერთი მამაკაცი

დაშავებული კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბათუმი-ხელვაჩაურის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მასმედია.

ზუგდიდში ავტოავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.