თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. შიდა ქართლში, სოფელ ატენთან, რაზმათის ხეობაში ხანძარია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცეცხლი წიწვოვან ხეებზეა გავრცელებული და ხეობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე გასული არიან გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან.
ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.