ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

დიპლომატის „ლეკური“ – მარია ზახაროვამ ფორუმზე იცეკვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ახალგაზრდულ ფორუმზე კავკასიური ცეკვა შეასრულა. ვიდეო, რომელიც სწრაფად გავრცელდა, უწყებამ საკუთარ „ტვიტერზეც“ გამოაქვეყნა
Sputnik

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ახალგაზრდულ ფორუმზე კავკასიური ცეკვა შეასრულა. ვიდეო, რომელიც სწრაფად გავრცელდა, უწყებამ საკუთარ „ტვიტერზეც“ გამოაქვეყნა.

ზახაროვა ახალგაზრდული ფორუმი „მაშუკი 2019“-ის კავკასიური ცეკვების სექციას ეწვია, რა დროსაც პროფესიონალ მოცეკვავე ვაჟთან გავიდა წრეში და მასთან ერთად შეასრულა ცეკვა, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, მანამდე არ უსწავლია.