„ათეულობით მეხანძრე-მაშველი რჩება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყეში, სადაც იყო ხანძარი. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ღამემ ჩაიარა მშვიდად, ახალი კერები არ გაჩენილა. საჭიროების შემთხვევაში, რომლის ალბათობაც ნაკლებია, ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რათა დროულად მოხდეს სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება“, – აღნიშნა გიორგი ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის განმარტებით, სალიკვიდაციო მოქმედებებში ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუხლუხებიანი სპეცტექნიკაც არის ჩართული.