„თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს არის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, წყლის ახალი მილები, სანიაღვრე სისტემა. დღეიდან იწყება სამუშაოების მეორე ნაწილი. მოეწყობა და მოწესიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე, ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა.