ქართველი კანოისტი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავის კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა კანოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო დრო აჩვენა

ფინალურ 200-მეტრიან დისტანციაზე ნადირაძის შედეგმა 40.24 წამი შეადგინა. ვერცხლი მოიპოვა ბელარუსმა არტიომ კოზირმა (40.08), ხოლო მსოფლიო ჩემპიონი ლიტველი ჰენრიკას ზუსტაუტასი (39.36).

ნადირაძისთვის ეს უკვე მეორე კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2017 წელს ჩვენი სპორტსმენი მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი გახდა.