ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში: დაშავდა ხუთი ადამიანი

სოფელ ჯაპანასთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

უბედური შემთხვევა სენაკში: მდინარეში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო

შემთხვევა გასულ ღამეს, სოფელ ჯაპანასთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.