შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

35 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაღლითობა კახეთში: მამაკაცმა სატვირთო მოიპარა და ჯართში ჩააბარა

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.