საქართველოში კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 443 მლნ ლარი შეადგინა
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 7 თვეში 21 მილიონი ლარით შემცირდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბანკების ობობას ქსელი – რატომ იხრჩობა თავისუფალი ბიზნესი საქართველოში

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 443 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 21 მლნ ლარით (5%-ით) ნაკლებია.

კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში ბანკების წმინდა მოგებამ 83 მლნ ლარი შეადგინა, რაც 29 მლნ ლარით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

ივლისში ბანკების შემოსავლებმა 387 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 86 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.