რეპერ გუფისთან დაშორების შემდეგ, A sTudio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა. იტალიაში წასვლის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.
მისმა Instagram-ზე გამოქვეყნებულმა გუშინდელმა „სთორიმ“ კი საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ, ქეთამ უკვე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანს და წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი – გულის ესკიზი ერთვის, რომელიც მალევე წაშალა.
მომღერალი იტალიის მზიან სანაპიროზე დაქალებთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ქეთას „სთორის“ შემდეგ, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული, ცოტა ხანში რეპერმა გუფმაც დადო სთორი, მისი თანამგზავრი არ ჩანს, თუმცა ვიდეო თვითმფრინავის აფრენის დროს არის გადაღებული, რაც სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ წყვილი შესაძლოა ერთად იმყოფებოდა დასასვენებლად.
ქეთა თოფურიას და რეპერის ურთიერთობას 2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.
წყვილი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაშორდა, დაშორების მიზეზი კი ღალატია – რეპერს 18 წლის ეკატერინბურგელ გოგონასთან, იანასთან ჰქონდა ურთიერთობა.
გუფი ცდილობდა, რომანის შესახებ ქეთას არაფერი შეეტყო, თუმცა იანამ მოისურვა, მათი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო და რეპერის დაშანტაჟება დაიწყო. გუფმა იანასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ამ ამბის შესახებ ყველამ შეიტყო. მას შემდეგ, ყვითელი პრესა აქტიურად საუბრობდა წყვილის შერიგებაზე, თუმცა აქამდე მათ ამის შესახებ არ უსაუბრიათ.