iTechnics-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 15 წლის გ.გ დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

iTechnics-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდები დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებული თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია iTechnics-ის გაქურდვას ცდილობდა.

პოლიციამ გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მუსიკის ფესტივალზე ტელეფონების ქურდობისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავეს >>

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში მსგავსი ფაქტი მოხდა iTechnics-ის პეკინის ქუჩაზე მდებარე ფილიალში. დაკავებულები 18 და 19 წლის ახალგაზრდები იყვნენ.