ერევანში დიდი სავაჭრო ცენტრი იწვის: არიან დაშავებულები

სომხეთის დედაქალაქში სავაჭრო ცენტრ „მალატია მოლის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ძლიერი ხანძარია სავაჭრო ცენტრ „მალატია მოლის“ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქსელურ მაღაზიაში „ვეგა“, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-მდივან ედმონ ზარგარიანზე დაყრდნობით.

„მაღალი სირთულის ხარისხის ხანძარია და ადგილზე ათი ბრიგადა მუშაობს. ამ მომენტისთვის იმის თქმა არ შეგვიძლია, როდის მოხდება მისი ლოკალიზება“, - განაცხადა ზარგარიანმა.

რამ გამოიწვია ხანძარი: სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაშავდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთ თვითმხილველი ამტკიცებს, რომ აფეთქების ხმა გაიგო, მაგრამ მაღაზია „ვეგას“ თანამშრომელს „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტთან ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. მისი თქმით, შუქი გაითიშა და ადამიანებს პანიკის გარეშე ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.

ამჟამად მაღაზიის თანამშრომლებს საქონელი გამოაქვთ. ისინი ყუთებში მოთავსებულ ტექნიკას ზედა სართულებიდან ქუჩაში ყრიან.