თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: რა შეიცვლება

თბილისის მეტროში ელექტროკაბელები და სავენტილაციო სისტემა 1966 წლის შემდეგ არ განახლებულა
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. , თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, იუწყება მუნიციპალური განვითარების ფონდი.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.

კახეთის გზატკეცილზე რეაბილიტაცია იწყება: მოძრაობის სქემა შეიცვალა

მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა. საერთო ჯამში, გამოიცვლება 191 000 მეტრის დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137 000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) კაბელები. ასევე, შეიცვლება არსებული 32 ერთეული გამნიავებელი (ვენტილატორი). სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხსა და ენერგო ეფექტურობა“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მეტროსადგურებში ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა არ გამოცვლილა 1966 წლის შემდეგ.

„პროექტის დასრულების შემდეგ სრულად განახლდება თბილისის მეტროს შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქის მოსახლეობასა თუ მის სტუმრებს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს. მეტროს შეუფერხებლად მუშაობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის 12:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მიმდინარეობს”, - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მანგლისისკენ მიმავალი გზა განახლდება >>

მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულება.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.