მინსკში „თბილისობა“ იმართება: დღესასწაული ქართულ−ბელარუსული ხასიათით

მინსკში გამართულ „თბილისობა 2019-ში“ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ−მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა 2019“ წელს მეხუთედ გაიმართება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შაბათს, იუწყება Sputnik ბელარუსი.

წელს ღონისძიების სლოგანი იქნება „დღესასწაული ქართულ−ბელარუსული ხასიათით“ და ის ორი ხალხის მეგობრობას მიეძღვნება. 

საქართველოს პრემიერი ბელარუსში გაემგზავრა

„თბილისობაში“ მონაწილეობას მიიღებს 70−მდე მსახიობი, რომლებიც სპეციალურად ჩავიდნენ საქართველოდან მინსკში. მათ შორის არიან: ჯგუფი „მგზავრები“, ეთნო−ჯაზ ბენდი „ირაო“, ანსამბლი „შვიდკაცა“, მომღერლები გიორგი ფუტკარაძე და დავით გომართელი.

მუსიკალური პროგრამის გარდა სტუმრებს ელოდება სპორტული და გასართობი ღონისძიებებიც.

აღსანიშნავია, რომ „თბილისობის“ ფარგლებში მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნება.

დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ−მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება მინსკის დროით და შუაღამემდე გაგრძელდება.