ქართველმა კანოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო დრო აჩვენა

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოდან ორი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 200-მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საუკეთესო დრო აჩვენა. ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარეობს.

კლასში კანოე С1 ნადირაძემ დისტანცია 38,63 წამში დაფარა და საუკეთესო დროით ნახევარფინალში მოხვდა. შედარებისთვის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ბელარუსმა არტიომ კოზირმა თავის გაცურვაში დრო 39,16 წამი აჩვენა.

ქართველი კანოისტი პოლონეთში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულია

შეჯიბრების ნახევარფინალები 24 აგვისტოს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბაიდარით 200-მეტრიან დისტანციაზე ნახევარფინალში გავიდა ასევე ბადრი ყაველაშვილი. მან მეორე შედეგი აჩვენა – 34,36 წამი.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატი სეგედში 25 აგვისტომდე გაგრძელდება.