მსოფლიო დღეს

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში ქართველი მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის წიგნების მაღაზიაში ქურდობას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობისას დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთი პრესტიჟული წიგნების მაღაზიიდან მობილური ტელეფონის ელემენტისთვის საჭირო ხელსაწყოს მოპარვას ცდილობდა.

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს>>

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.