მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© AFP 2024 / Andreas SOLAROიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქის ჩხრეკისას პოლიციელებმა ბინების გასაქურდად საჭირო ხელსაწყოები იპოვეს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. იტალიის ქალაქ ბარიში პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
მილანში 27 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ფაქტზე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ერთ-ერთ ბარში შესულ ორ ტურისტს საფულე მოჰპარა. პოლიციამ იგი ცხელ კვალზე დააკავა.

იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ჩხრეკის დროს ბინების გასაქურდად საჭირო ხელსაწყოები იპოვეს.

მომხდართან დაკავშრებით გამოძიება გრძელდება, დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0