შიდა ქართლში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის რეგიონში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო 31 ობიექტი შეამოწმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 37 ობიექტი დააჯარიმა

გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმებული ობიექტებიდან 17 დაჯარიმდა. აქედან 13 ბიზნეს-ოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. ოთხ შემთხვევაში კი გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც, სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორები დაჯარიმდნენ 2 000 ლარით. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.