სტივ ჯობსის დიეტა: ღირს თუ არა, გავიმეოროთ ექსპერიმენტი?

სტივ ჯობსის კვების განსაკუთრებული მეთოდის მიზანი ინტელექტუალური და ფიზიკური პროდუქტიულობის ამაღლება იყო, რაშიც მართლაც მიაღწია წარმოუდგენელ სიმაღლეებს
Sputnik

ბოლო დროს საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც კვების განსაკუთრებულ მეთოდს მისდევს – ზოგი სხეულის გალამაზების, ზოგი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

მეთოდები სხვადასხვაგვარია, დაწყებული მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის მიღებით, გასრულებული რომელიმე ერთ პროდუქტზე „ჩაციკლვით“.

სწორედ მათ (და არა მარტო) საყურადღებოდ გვსურს გიამბოთ კვების განსაკუთრებული წესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმდევრის, კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსის ისტორია, რომელიც უოლტერ აიზეკმა ბიზნესმენის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში გამოცემულ წიგნში აღწერა.

თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი ასკეტურ ცხოვრებას სულ სხვა მიზნით მისდევდა.