მასობრივი ინტოქსიკაცია ბათუმის კლუბში – არის მსხვერპლი

ბათუმის ღამის კლუბში ინტოქსიკაციის გამო 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მასობრივი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გამო, მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 22 წლის ახალგაზრდა ვაჟი, იუწყება პირველი არხი.

ტრაგედია კლუბში: გახდა თუ არა მეფედრონი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმების დახმარება რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას დასჭირდა, თუმცა ტელეარხს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ეს არ დაუდასტურეს.

ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.