მსოფლიო დღეს

საბერძნეთში ავიაკატასტროფას რუსეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზს წამოედო, დაიწვა და სანაპიროდან 50 მეტრში ჩამოვარდა
Sputnik

 

თბილისი,  21 აგვისტო - Sputnik.  საბერძნეთის კუნძულ პოროსთან კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი რუსი ტურისტია, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.

კერძო ვერტმფრენი Agusta A-109 სამშაბათს, დღისით ჩამოვარდა – იგი ელექტროგადამცემ ხაზს წამოედო და ზღვაში ჩავარდა.  მყვინთავებმა წყლიდან სამი ცხედარი ამოიტანეს. 

 „კუნძულ პოროსზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად რუსეთი ორი მოქალაქე დაიღუპა“, – ნათქვამია Twitter–ზე  საბერძნეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუს ტურისტებთან ერთად დაიღუპა პილოტი,რომელიც საბერძნეთის მოქალაქე იყო.

რუსი დიპლომატები კატასტროფის დეტალებს ადგენენ.

მომხდარი შემთხვევის შედეგად, კუნძული ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.